სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: როგორ მოვუაროთ მცენარეს?



2.პროექტის მთავარი იდეა: მცენარის მოვლა.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას მცენარის მოვლის შესახებ , გაიგებენ თუ რა აუცილებელი პირობებია საჭირო მცენარის არსებობისთვის.


4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისწავლიან, თუ როგორი მოვლა სჭირდება მცენარეს. განუვითარდებათ დაკვირვების, კვლევა–ძიების და თანამშრომლობის უნარი.

5. მონაწილეთა ასაკი: 7,8,9 წელი.

6. ვადები/ ხანგრძლივობა : 7 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : დაკვირვების გზით მოსწავლეები მოიძიებენ მასალას : ბუნებაში, ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში.შექმნიან ნახატებს და დარგავენ ნარგავებს.

8. პროექტისასთვის საჭირო ძირითადი რესურსები : სახელმძღვანელო, რვეული,ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, ნერგები.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი

9. პროექტის მსვლელობა :
დღე  I . აქტივობა 1. თემის შერჩევა. თემის შერჩევის შემდეგ წავუკითხავ  მ. ბოლქვაძის მოთხრობას    ,,ნერგი“ .
აქტივობა 2. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით იქმნება ჯგუფები და ჯგუფებს მიეცემათ სამუშაო.
რატომ რწყავენ მცენარეებს?
რატომ ათავსებენ ოთახის მცენარეებს ფანჯარასთან ახლოს?
რა სჭირდება მცენარეს რომ გაიზარდოს?
დღე II. აქტივობა 3. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. 
 I ჯგუფი აკვირდება მცენარეთა განვითარებას, 
 II ჯგუფი თუ რა სამუშაო უტარდებათ მცენარეებს გაზაფხულზე.
აქტივობა 4. მოსწავლეები ქმნიან ნახატებს, აპლიკაციებს.
დღე  VI. ჯგუფები წარმოადგენენ მასალას მცენარეთა მოვლის შესახებ და გამოაქვთ დასკვნა,რომ მცენარეები ცოცოხალია და მათ ჭირდებათ წყალი , ჰაერი, სითბო და სინათლე. რომ იარსებონ სჭირდებათ მოვლა.
·         დღე VII. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დარგავენ ნარგავებს.



·    შეარჩევენ შესაფერის ადგილს.
·         ამოთხრიან შესაფერის სიღრმისა და სიგანის ორმოს, რომ ნერგის ფესვები მოთავსდეს თავისუფლად.


·         ფრთხილად ვაყრით მიწას.
·         დარგული ნერგი მაშინვე კარგად უნდა მოვრწყათ

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ განსხვავებას და მსგავსებას
ბუნ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა,როგორც ცოცხალის თვისება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ: რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ?რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ჩავლეშვილი

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chavleshvilitamari@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий